თბილისი უეფას სამიტს უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიუეფას შტაბ-ბინა
უეფას შტაბ-ბინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო სამიტზე UEFA GROW საქართველოში ჩამოვლენ უეფას ოფიციალური წარმომადგენლები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საფეხბურთო ფედერაციების პრეზიდენტები და გენერალური მდივნები.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო სამიტი UEFA GROW თბილისში 1-2 მარტს გაიმართება, აღნიშნულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

ღონისძიება, რომელიც ამ ფორმატით პირველად ტარდება, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით უეფას მიერ არის ორგანიზებული. სამიტის ძირითადი მიზანი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ფეხბურთის განვითარებაა. 

დინამო არენა - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი სტარტს ოთხ მარტს აიღებს

UEFA GROW-ს სამიტში მონაწილეობას მიიღებენ უეფას წარმომადგენლები, საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის 13 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები და გენერალური მდივნები; თბილისს ასევე ესტუმრებიან მონაწილე ქვეყნების სპორტისა და განათლების მინისტრები. სამიტის მუშაობაში სპორტის საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან.

2016 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შედეგად დარეგისტრირებულ ფეხბურთელთა რიცხვი 7000-ით გაიზარდა, ეს მაჩვენებელი უეფამ ფეხბურთის მასობრიობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა. 

საქართველოში განხორციელებული პროექტებისა და შედეგების გაანალიზების შემდეგ უეფამ სამიტის თბილისში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. ის საქართველოში ფეხბურთის მასობრიობის ზრდის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს. ლევან კობიაშვილი იმ გრძელვადიან პროექტებსაც განიხილავს, რომლებიც საქართველოში UEFA GROW 2020-ის ფარგლებში ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0