ბასილაშვილმა ფლორიდაში АТР-ს ტურნირზე გამოსვლა დამაჯერებლად დაიწყო

© FB / Memphis Openნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი АТР სერიის დელრეი-ბიჩის ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთელ მამაკაცთა ნაკრების ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამ სეტში გერმანელი რომი ჰაასი დაამარცხა (6:7, 7:6, 6:2) და АТР სერიის დელრეი-ბიჩის (ფლორიდა, აშშ) ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა, იუწყება შეჯიბრების ოფიციალური ვებ-გვერდი.

პირველი ორი სეტი ერთნაირი სცენარით განვითარდა. ორივე ჩოგბურთელმა საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვა საკუთარ ჩაწოდებაზე, რისი შედეგიც გახდა ექვსი ბრეიკი — სამ-სამი თითოეულ სპორტსმენს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილი მემფისში АТР სერიის ტურნირის ფინალში დამარცხდა

შედეგად, ორივე პარტიის გამარჯვებული ტაი-ბრეიკზე გამოავლინეს. პირველ შემთხვევაში უფრო ძლიერი აღმოჩნდა ჰაასი — 7:4, ხოლო მეორეში — ბასილაშვილი — 10:8.

უნდა აღინიშნოს, რომ მეორე პარტიის შუა პერიოდში ჰაასმა სამედიცინო შესვენება აიღო, რადგან ერთ-ერთი გათამაშებისას მარჯვენა ფეხის კუნთი დაეჭიმა.

სავარაუდოდ, ამ ვითარებამ და ასევე ასაკმა (ჰაასი 38 წლისაა) გერმანელ ჩოგბურთელს მესამე სეტისთვის ძალის შენარჩუნების საშუალება აღარ მისცა. გადამწყვეტ პარტიაში ბასილაშვილმა 6:2 მოიგო.

იდეალური არ იყო თავად ქართველი ჩოგბურთელის თამაში. მან მრავალი შეცდომა დაუშვა. ამ შემთხვევაშიც, შესაძლოა, დაღლილობის ფაქტორი მოქმედებდა, რადგან ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბასილაშვილმა ორ ტურნირში მიიღო მონაწილეობა — სოფიაში ის ნახევარფინალამდე მივიდა, ხოლო მემფისში ფინალში გავიდა.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე მსოფლიოს 57-ე ჩოგანი, ბელგიელი სტივ დარსი იქნება.

ტურნირი ფლორიდაში 26 თებერვლამდე გაგრძელდება. მისი საპრიზო ფონდი 535 ათასი აშშ დოლარია.

ყველა ახალი ამბავი
0