მასმედია: არველაძე შეიძლება შოტლანდიურ „რეინჯერსს“ ჩაუდგეს სათავეში

© courtesy of Sport-Domშოთა არველაძე
შოთა არველაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შოთა არველაძემ, რომელიც შოტლანდიის ჩემპიონი ორჯერ გახდა, შეიძლება თავის ძველ კლუბს – „გლაზგო რეინჯერსს“ უხელმძღვანელოს.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ფეხბურთის ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე შოტლანდიური საფეხბურთო კლუბი „გლაზგო რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება, იუწყება გამოცემა Hitc Sport.

ეს ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გასულ კვირას, შოტლანდიის ჩემპიონატში რიგი წარუმატებლობების გამო, მარკ უორბერტონმა თანამდებობა დატოვა. 

შოთა არველაძე - „მაკაბის“ მთავარი მწვრთნელი - Sputnik საქართველო
შოთა არველაძემ „მაკაბი“ დატოვა

თუმცა, თავად არველაძის სიტყვებით, მას ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ მიუღია.

მოთამაშის ამპლუაში არველაძემ „რეინჯერსის“ შემადგენლობაში ოთხი სეზონი ჩაატარა. ამ პერიოდში თავდამსხმელმა 125 მატჩში ითამაშა და 57 გოლი გაიტანა. „რეინჯერსთან“ ერთად თავდამსხმელი ორჯერ გახდა შოტლანდიის ჩემპიონი.

43 წლის არველაძის ბოლო სამუშაო ადგილი თელ-ავივის „მაკაბი“ იყო. მისი ხელმძღვანელობით ისრაელის კლუბი უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ სტადიაში გავიდა, მაგრამ პლეი-ოფში გასვლა ვერ შეძლო. შედეგად, მხარეებმა ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიმდინარე წლის იანვრის თვეში გააუქმეს.

მანამდე არველაძე თურქულ კლუბებთან – „ტრაბზონსპორთან“, „კაისერისპორთან“ და „ქასიმფაშასთან“ მუშაობდა.

ყველა ახალი ამბავი
0