ექვსი ერის თასში საქართველოს მონაწილეობაში ივანიშვილი 10 მილიონ ევროს გადაიხდის

© Союз регби Грузииქართველმა რაგბისტებმა ევროპის ერთა თასი მოიგეს
ქართველმა რაგბისტებმა ევროპის ერთა თასი მოიგეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
რაგბის ელიტარულ ევროპულ ტურნირში — ექვსი ერის თასის გათამაშებაში მონაწილეობისთვის საქართველო მზად არის თამაშის ხარისხი გააუმჯობესოს და თანხებიც გადაიხადოს.

მედიის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი მზად არის ყოველწლიურად 10 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუ საქართველოს რაგბის ნაკრები ექვსი ერის თასის გათამაშებაში ჩაერთვება.

ტურნირში გუნდის ჩართვის საკითხის თაობაზე საქართველოს ნაკრებს არაერთხელ მიუმართავს „ექვსი ერის“ ხელმძღვანელობისთვის, მაგრამ ყოველთვის უარი მიიღო, ნათქვამია ბრიტანული გამოცემის Daily Mail–ის სტატიაში.

2000 წლიდან თასის გათამაშებაში ექვსი გუნდი იღებს მონაწილეობას: ინგლისი, შოტლანდია, უელსი, ირლანდია, საფრანგეთი და იტალია. ამასთან მსოფლიო რეიტინგში იტალიის გუნდი საქართველოს ნაკრებზე უფრო დაბლა მდებარეობს — მე-14 და მე-12 ადგილი შესაბამისად.

რაგბი, საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო
მილტონ ჰეიგი თავისი "ბორჯღალოსნებით" ამაყობს

ამ ფაქტზეა საუბარი Daily Mail–შიც: „საქართველო World Rugby–ს რეიტინგში იტალიაზე მაღლა მდებარეობს, მაგრამ „ექვსი ერის“ ტურნირის ელიტარული კომიტეტი ახალი მეტოქის წინადადებას დასცინის. შეჯიბრი მათთვის დახურულია, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოს მისი გასაღები გააჩნია“, — წერს გამოცემა.

"ჩვენ ვაპირებთ, საქართველოში მოვიწვიოთ ექვსი ერის შეფი ჯონ ფიხანი და არა მარტო ის. ჩვენ მათთან საუბრის საშუალება არასოდეს გვქონია. რა არის საჭირო ტურნირზე მოსახვედრად, სარაგბო დონის მომატება თუ ფინანსური უზრუნველყოფა? ჩვენ ორივე შეგვიძლია“, — აცხადებს  ქართველ რაგბისტთა ახალზელანდიელი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი გამოცემასთან ინტერვიუში.

„გვითხარით, რა ღირს ეს? თუ ეს 10 მილიონი ევროა წელიწადში, გვითხარით და გვეცოდინება, რატომ არ ვართ ექვს ერზე. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების, მთავრობისა და ქველმოქმედების დახმარებით საჭირო თანხას აუცილებლად ვიშოვით“, — აღნიშნა ჰეიგმა.

გულშემატკივრები რაგბიში საქართველოს და გერმანიის ნაკრებების თამაშის დროს - Sputnik საქართველო
რაგბი ჩვენი თამაშია: ქართველი გულშემატკივრების ემოციები

ამ დროს თავად ფიხანმა Independent–ის ინტერვიუში განაცხადა: „ყოველი მსოფლიო თასის შემდეგ „ექვსი ერის“ თასში საქართველოსა და რუმინეთის მონაწილეობის საკითხი დგება. მაგრამ უახლოეს ხანებში ტურნირის სტრუქტურისა და ფორმატის შეცვლის არანაირი სურვილი არ გვაქვს. ეს დახურული შეჯიბრებაა, სადაც ყველაფერს მისი უშუალო მონაწილეები წყვეტენ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან ძლიერ კომერციულ და სპორტულ პოზიციებზე ვიმყოფებით. ამიტომაც არანაირი ცვლილებების შეტანას აზრი არ აქვს“.

ყოველდღიურმა ფრანგულმა გამოცემამ L'Equipe ჯერ კიდევ ორი წლის წინ გამოკითხვა ჩაატარა. კითხვა მარტივი იყო: ჩაირთოს თუ არა საქართველოს ნაკრები „ექვსი ერის“ თასში? 16000 გამოკითხულიდან 76%-მა უპასუხა დადებითად.

მსგავსი აზრის მატარებელი იყო პეტიცია ვებგვერდზე change.org. საქართველოს ეროვნული გუნდის მხარდასაჭერად 13000 ადამიანმა მისცა ხმა.

მაგრამ საკითხი ადგილიდან არ დაძრულა.

Сборная Грузии по регби - Sputnik საქართველო
ინტერნეტში პეტიცია გამოჩნდა „ბორჯღალოსნების“ ექვსი ერის თასის ტურნირში ჩართვაზე

თანაც ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე 2015 წელს საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ კარგად იასპარეზა. С ჯგუფში ქართველმა ბორჯღალოსნებმა მოუგეს ტონგას (17:10) და ნამიბიას (17:16) და შემდეგ, 2019 წლის ჩემპიონატზე კვალიფიკაცია ავტომატურად მოიპოვეს.

ამჟამად საქართველოს ნაკრები ევროპის „ერთა თასში“ ასპარეზობს და არანაირ კონკურენციას არ გრძნობს. ამ ტურნირში ქართველები ბოლო ექვსი წლის განმავლობაში იგებენ (სულ რვა ტიტულის მფლობელები არიან).

მიმდინარე სეზონიც მათ ორი გამარჯვებით დაიწყეს: გასვლაზე ბელგიას ანგარიშით 31:6 მოუგეს, სახლში კი გერმანია ანგარიშით 50:6 გაანადგურეს. და ეს ყველაფერი ნახევრად სარეზერვო შემადგენლობით.

რიგში ესპანეთის, რუსეთის და რუმინეთის გუნდებია და სავარაუდოდ, ევროპის „ერთა თასის“ მფლობელის ზედიზედ მეშვიდე ტიტული. მაგრამ მსგავსი მიღწევა ვერანაირად ვერ აახლებს საქართველოს ნაკრებს „ექვსი ერის“ ტურნირს, რომელიც მასში საქართველოს ნაკრების მონაწილეობით მხოლოდ მოიგებდა.


ყველა ახალი ამბავი
0