საქართველო იმედოვნებს, რომ სპორტის ზამთრის სახეობების მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

© photo: courtesy of press-service of President of Georgiaსაბაგირო გზა გუდაურში
საბაგირო გზა გუდაურში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ფრისტაილში, სნოუბორდსა და სპორტის ზამთრის სხვა სახეობებში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირი ჩატარდება.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველო სპორტის ზამთრის ერთ-ერთ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადის შეტანას გეგმავს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მიტარბის ახალი სათხილამურო ტრასა - Sputnik საქართველო
ბაკურიანში მიტარბის განახლებული სათხილამურო ტრასა გაიხსნა

ამ დღეებში კვირიკაშვილი შვეიცარიაში იმყოფებოდა, სადაც სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტებს შეხვდა.

„საუბარი გვქონდა ზამთრის რომელიმე სახეობაში საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე. ამას სჭირდება მომზადება და უკვე გამოკვეთილია ქვეყნები რამდენიმე წლის განმავლობაში. დაახლოებით ხუთწლიან პერსპექტივაში, არ არის გამორიცხული, შევიტანოთ განაცხადი და წარმატებით მივიღოთ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საქართველოში ჩატარების უფლება რომელიმე სახეობაში, შეიძლება ეს იყოს ფრისტაილი, სნოუბორდი და ა.შ.“ — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ეს მიმართულება ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0