ბასილაშვილი მემფისში საჩოგბურთო ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

© Memphis Open ბასილაშვილი
ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მემფისში მსოფლიოს მე-20 ჩოგანი დაამარცხა და მეოთხედფინალში ავსტრალიელ მეთიუ ებდენს შეხვდება.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხორვატი ივო კარლოვიჩი ორ სეტში დაამარცხა (7:6, 6:3) და აშშ-ის ქალაქ მემფისში მიმდინარე АТР 250 სერიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა, იუწყება შეჯიბრების ოფიციალური ვებ-გვერდი.

ამ შეხვედრამდე მეტოქეები კორტებზე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივეჯერ ძლიერი კარლოვიჩი იყო.

ამჯერად ხორვატი, მსოფლიოს მეოცე ჩოგანი, ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი და მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა მიუხედავად იმისა, რომ 37 წლისაა. ასაკის მიუხედავად მის არსენალშია „მომაკვდინებელი“ დარტყმა (200 კმ/სთ-ს ფარგლებში), რასთან გამკლავებაც მის მეტოქეებს ძალიან უჭირთ.

ბასილაშვილს შანსს მართლაც არ უტოვებდა კარლოვიჩის ჩაწოდებები, რომელსაც ბრეიკის გაკეთების იმედი ჰქონდა. მაგრამ ბასილაშვილმა კარგად ითამაშა საკუთარ ჩაწოდებაზე. შედეგად ჩოგბურთელებმა ტაი-ბრეიკამდე მიაღწიეს, რომელშიც კარლოვიჩმა თავისი ჩაწოდებები მოულოდნელად სამჯერ წააგო, და მასთან ერთად სეტიც — 6:7.

ჩოგბურთი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილი მემფისის АТР ტურნირის მეორე წრეში გადავიდა

მეორე პარტიის მოვლენები მსგავსი სცენარით განვითარდა, მაგრამ მხოლოდ მეექვსე გეიმამდე, რომელშიც ბასილაშვილმა ბრეიკის აღება შეძლო. როგორც ჩანს, კარლოვიჩისთვის ეს სრული მოულოდნელობა იყო და აისახა კიდეც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მცდელობის მიუხედავად მან მაინც ვერ შეძლო ქართველის დამარცხება და წააგო 3:6.

ნახევარფინალში გასასვლელად ბასილაშვილი ავსტრალიელ მეთიუ ებდენს დაუპირისპირდება. მას მსოფლიო რეიტინგში 490-ე ადგილი უკავია, მაგრამ სრულიად მოულოდნელად მოუგო ამერიკელ ტეილორ ფრიცს (114).

მეოთხედფინალში გასვლის წყალობით ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა მიიღო (მას АТР-ს ლაივ-რეიტინგში 64-ე პოზიცია უკავია) და საბანკო ანგარიში 18 630 აშშ დოლარით შეივსო.

ტურნირი მემფისში 19 თებერვლამდე გაგრძელდება. მისი საპრიზო ფონდი 643 ათასი აშშ დოლარია.

ყველა ახალი ამბავი
0