საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფეხბურთში ისლანდიელებს თბილისში შეხვდება

© courtesy of Georgian Football Federationსაქართველოს ახალგაზრდული ნაკრები
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფეხბურთში ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის მომზადების ფარგლებში ისლანდიის ნაკრებთან შინ ორ შეხვედრას გამართავს.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები (U-21) ფეხბურთში 2017 წლის მარტში ისლანდიელ თანატოლებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური.

ორი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციები შეთანხმდნენ, რომ ორი ამხანაგური მატჩი თბილისში 22 და 25 მარტს გაიმართება.

მატჩები ნაკრებების 2019 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის შესარჩევი ციკლის მომზადების ფარგლებში ჩატარდება.

დინამო არენა - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი სტარტს ოთხ მარტს აიღებს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მესამე ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან დანიის, პოლონეთის, ფინეთის, ლიტვისა და ფარერის კუნძულების გუნდები.

კვალიფიკაციის პირველ შეხვედრას გია გეგუჩაძის გუნდი 1 სექტემბერს პოლონეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ევროპის 2019 წლის ჩემპიონატი U-21 იტალიასა და სან-მარინოში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0