ქართველმა მოციგურავემ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაო მოიპოვა

© EY of 2017 Erzurumფიგურული სრიალი, ნიკა ეგაძე (მარჯვნიდან პირველი) რომელმაც ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ფიგურული სრიალი, ნიკა ეგაძე (მარჯვნიდან პირველი) რომელმაც ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავისუფალ პროგრამაში წარმატებული გამოსვლის შედეგად, ნიკა ეგაძემ მესამე ადგილი აიღო ევროპის ზამთრის იუნიორთა ოლიმპიურ ფესტივალზე.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ქართველმა მოციგურავემ ნიკა ეგაძემ, ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე —2017, რომელიც ამ დღეებში თურქეთის ქალაქ ერზერუმში ჩატარდა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ შეჯიბრის ოფიციალური გვერდი იტყობინება. 

მოკლე პროგრამის შემდეგ, ეგაძე მეექვსე ადგილზე იყო, მაგრამ თავისუფალი გამოსვლა ქართველ მოციგურავეს გაცილებით უკეთ გამოუვიდა. შედეგად, მან 155,18 ქულა ააგროვა და საპატიო კვარცხლბეკზე მესამე ადგილი მოიპოვა. 

ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული გახდა რუსეთის წარმომადგენელი პიოტრ გუმენნიკი, ხოლო ვერცხლი იტალიელმა დანიელიუ გრასელიუმ მოიპოვა.

ფიგურული სრიალი - Sputnik საქართველო
ქართველმა მოციგურავეებმა უნგრეთში გამართულ ტურნირზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს

ეგაძე ოლიმპიური ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა — 2 აპრილს მას 15 წელი შეუსრულდება. 

საქართველოს ნაკრები ფესტივალზე 6 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. ეგაძის გარდა შეჯიბრში მონაწილეობდნენ: თამარ ბარბარიანი, ეკატერინა გოცირიძე, გიორგი კურტანიძე, ლაშა კურტანიძე (ყველა სამთო სათხილამურო სპორტი) და ბაქარ მუშკუდიანი (სნოუბორდი).

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მეცამეტედ ტარდება. შეჯიბრში 13-დან 18 წლამდე სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას. 

მიმდინარე წელს ფესტივალში 800-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს ევროპის 40 ქვეყნიდან, რომლებიც ერთმანეთს სპორტის ცხრა სახეობაში მედლების 39 კომპლექტისათვის ეჯიბრებიან. 


ყველა ახალი ამბავი
0