არაოლიმპიურ სახეობებში 2016 წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენებს დააჯილდოებენ

© facebook.com/GaribashviliOfficialახალი სპორტის სასახლე
ახალი სპორტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
15 იანვარს არაოლიმპიურ სახეობებში 2016 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება. ცერემონია ტრადიციულად რადიო JAKO FM-ის იუბილეზე შედგება. საღამოს შესახებ „Sputnik–საქართველოს“ არაოლიმპიურ სახეობათა კომიტეტის თავჯდომარე და დაჯილდოების ორგანიზატორი ჯამლეტ ხუხაშვილი ესაუბრა.

– ბატონო ჯამლეტ, საუკეთესო ფედერაციები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა?

– გასული წლის მიხედვით ჟურნალისტებმა შეარჩიეს ათი საუკეთესო ფედერაცია. იმის მიხედვით, თუ რომელმა რა შედეგს მიაღწია. ამ შედეგების მიხედვით ფედერაციებმა დაიკავეს ადგილები პირველიდან მეათე ადგილამდე. ათეულში ვინც მოხვდა, იმ ფედერაციის პრეზიდენტი თავად ასახელებს ფედერაციის წლის საუკეთესო სპორტსმენს და შემდეგ ჩვენ ვაჯილდოებთ იმ სპორტსმენს.

– რა პრიზები გადაეცემათ გამარჯვებულებს?

– გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, თასებით, სერტიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. ასევე დაჯილდოვდება კოტე მახარაძის სახელობის რადიო JAKO FM-ის გასული წლის ორი საუკეთესო რესპოდენტი. ესენი არიან ნანი ბრეგვაძე და საშა ჩივაძე.

ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო
2016 წლის საუკეთესო სპორტსმენი ოლიმპიური ჩემპიონი ტალახაძე გახდა

– დაჯილდოება სად და როდის გაიმართება?

– დაჯილდოება 15 იანვარს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართება.

ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

ყველა ახალი ამბავი
0