კრიშტიანუ რონალდუ ფიფამ 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა

© photo: Sputnik / Владимир Песня / გადასვლა მედიაბანკშიკრიშტიანუ რონალდუ
კრიშტიანუ რონალდუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა, პორტუგალიელმა კრიუშტიანუ რონალდუმ „ოქროს ბურთთან“ ერთად ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მიიღო.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) ვერსიით 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, იუწყება Р-Спорт.

პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ევროპის ჩემპიონათის თასით - Sputnik საქართველო
რონალდუ მეოთხედ დაჯილდოვდა „ოქროს ბურთით“, თუმცა მისაღებად ვერ გამოცხადდა

რონალდუ 2016 წელს პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში გახდა ევროპის ჩემპიონი, ხოლო „რეალმა“ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და უეფას სუპერთასი. საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მისაღებად „ბრძოლაში“ რონალდუმ გაუსწრო მადრიდის „ატლეტიკოსა“ და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდს ანტუან გრიზმანსა და ესპანური „ბარსელონის“ თავდამსხმელ ლიონელ მესის.

როგორც AP-ს ჟურნალისტმა რობ ჰარისმა „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგზე დაწერა, რონალდუმ მიიღო ხმათა 34,54%, მესიმ — 26,42% და გრიზმანმა — 7,53%.

დეკემბერში 31 წლის თავდამსხმელი „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა, რომელსაც ფრანგული ჟურნალი France Football წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემს. პრიზი „ოქროს ბურთი“ France Football-მა 1956 წელს დააწესა.

ყველა ახალი ამბავი
0