საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მცველი კარიერას დანიაში გააგრძელებს

© FB/ Nàstic de Tarragonaოთარ კაკაბაძის მაისური "ხიმნასტიკის" შემადგენლობაში
ოთარ კაკაბაძის მაისური ხიმნასტიკის შემადგენლობაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე სეზონის ბოლომდე ოთარ კაკაბაძე, რომელზეც უფლება ესპანურ კლუბ „ხიმნასტიკს“ აქვს, იჯარით დანიურ კლუბში ითამაშებს.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას დანიურ „ესბიერგში“ გააგრძელებს, აღნიშნულია ესპანური კლუბი „ხიმნასტიკის“ განცხადებაში, სადაც ქართველი ფეხბურთელი 2016 წლის ივლისიდან თამაშობს.

კაკაბაძე დანიაში 2016/2017 წლების სეზონის დასრულებამდე გამოვა იჯარის საფუძველზე.

მათე ცინცაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მათე ცინცაძემ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი დადო

დანიის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში 14 გუნდი გამოდის. „ესბიერგს“ 21-ე ტურის შემდეგ 19 ქულით მე-12 ადგილი უკავია.

21 წლის კაკაბაძემ პროფესიული კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო 2013 წლის ივლისში. მან დედაქალაქის კლუბში სამი სეზონი ჩაატარა, შემდეგ კი „ხიმნასტიკში“ გადავიდა, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში გამოდის.

ესპანურ კლუბში კაკაბაძემ ცხრა მატჩი ჩაატარა, ორჯერ მიიღო ყვითელი ბარათი, ხოლო ერთხელ მინდვრიდან გააძევეს.

საქართველოს ნაკრებში ქართველი მცველის დებიუტი 2015 წელს შედგა. მას შემდეგ ეროვნულ გუნდში ახალგაზრდა სპორტსმენმა ექვსი მატჩი ჩაატარა.

ყველა ახალი ამბავი
0