საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მცველი ბაქოს „ნეფთჩში“ გადავიდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ნავალოვსკი (N22)
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ნავალოვსკი (N22) - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ ფეხბურთელს აზერბაიჯანში გამოსვლის გამოცდილება უკვე აქვს - 2010 წელს მან „ინტერში“ 13 მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ ბაქოს „ნეფთჩისთან“ კონტრაქტს მოაწერა ხელი, იუწყება გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ხელშეკრულება 30 წლის ფეხბურთელსა და აზერბაიჯანის დედაქალაქის კლუბს შორის ერთ წელზეა გათვლილი. გარიგების ფინანსური დეტალები არ ვრცელდება.

ლადო დვალიშვილი - Sputnik საქართველო
თბილისის "დინამოდან" საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კიდევ ერთი მოთამაშე წავიდა

აზერბაიჯანულ პრემიერ-ლიგაში (გამოდის რვა გუნდი) ჩატარებული 14 ტურის შემდეგ „ნეფთჩი“ ცხრა ქულით ბოლოდან მეორე ადგილს იკავებს.

ეს სეზონი ნავალოვსკიმ ბერძნულ კლუბ „ვერიაში“ დაიწყო, თუმცა დეკემბრის შუა რიცხვებში ფეხბურთელმა და კლუბის ხელმძღვანელობამ ურთიერთშეთანხმებით კონტრაქტი გააუქმეს.

ქართველ ფეხბურთელს აზერბაიჯანის ჩემპიონატში გამოსვლის გამოცდილება უკვე აქვს — 2010 წელს მან „ინტერში“ 13 მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა.

ნავალოვსკიმ თავისი პროფესიული კარიერის ძირითადი ნაწილი რუსეთში გაატარა, სადაც თამაშობდა გუნდებში: „ანჟი“, „ვოლგა“, „მეტალურგი“, „სკა-ენერგია“ და „ტოსნო“.

ყველა ახალი ამბავი
0