იურაი იარაბეკი

იარაბეკი თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლებულია

32
(განახლებულია 16:19 09.01.2017)
საფეხბურთო კლუბი წარუმატებლად გამოვიდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე რაუნდში და უეფას ევროპის ლიგის პლეი–ოფში.

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი იურაი იარაბეკი თანამდებობიდან გათავისუფლებულია, განუცხადა „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტს გუნდთან დაახლოებულმა ანონიმურმა წყარომ.

ამასთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელობა ოფიციალურ განცხადებას, სავარაუდოდ, დღეს გააკეთებს. კითხვა იმის თაობაზე, თუ ვინ შეცვლის იარაბეკს მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ღია რჩება.

სლოვაკი სპეციალისტის გათავისუფლების მიზეზი თბილისის „დინამოს“ არადამაკმაყოფილებელი გამოსვლა გახდა ევროტურნირების საკვალიფიკაციო რაუნდებში. უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე რაუნდში ქართულმა კლუბმა, ორი მატჩის საერთო ანგარიშით, ზაგრების „დინამოსთან“ 0:3 წააგო, ხოლო ბერძნულ „პაოკთან“, ასევე ორი თამაშის ჯამური ანგარიშით – 0:5.

გარდა ამისა, თბილისური კლუბი არცთუ წარმატებით გამოდის ეროვნულ პირველობაში. ბოლო ორი თამაში „დინამომ“ „შუქურასთან“ და „ტორპედოსთან“ ფრე ანგარიშით დაასრულა (1:1 და 0:0 შესაბამისად) და ექვსი ჩატარებული ტურის შემდეგ თავის აქტივში მხოლოდ 10 ქულა აქვს.

53 წლის იარაბეკი თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი მიმდინარე წლის იანვარში გახდა. ამ თანამდებობაზე მან გია გეგუჩაძე შეცვალა, რომელიც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. იარაბეკთან კონტრაქტი ერთ წელზე იყო გათვლილი. სლოვაკი სპეციალისტის წინაშე გუნდის ხელმძღვანელობამ სამი ძირითადი ამოცანა დააყენა: საქართველოს ჩემპიონატსა და ქვეყნის თასზე გამარჯვება და ერთ–ერთი ევროტურის ჯგუფურ სტადიაზე გასვლა.

საქართველოში ჩამოსვლამდე იარაბეკი სლოვაკურ გუნდებს წვრთნიდა, თავდაპირველად „იასლოვსკე–ბოგუნიცეს“, შემდეგ – „სპარტაკს“ (ტრნავა).

32