წყალბურთი

ქართველმა წყალბურთელებმა აზერბაიჯანის გუნდი დაამარცხეს

13
(განახლებულია 17:13 17.01.2017)
მანამდე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ მატჩში, საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა U-19 ხორვატიელ მეტოქეებს ანგარიშით 6:13 დაუთმეს.

თბილისი, 13 სექტემბერი— Sputnik. საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა U-19 აზერბაიჯანის გუნდი  ანგარიშით26:3 დაამარცხა. თამაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ჰოლანდიაში მიმდინარეობს.

ყველაზე შედეგიანი ქართველი სპორტსმენებიდან ნიკა შუშიაშვილი იყო, რომლის ანგარიშზეც 6 გატანილი გოლია.

В“ ჯგუფის მეორე მატჩში რუსეთის ნაკრებმა რუსეთის  გუნდი ანგარიშით 13:12 დაამარცხა და  კვარტეტის სათავეში მოექცა.

ჯგუფური სტადიის დასკვნით მატჩში ქართველები რუსეთის ნაკრებს, ხოლო ხორვატიელები აზერბაიჯანელებს დაუპირისპირდებიან.

ტურნირში მონაწილეობს ოთხ ჯგუფად დაყოფილი 16 ნაკრები. თითოეული კვარტეტის გამარჯვებული მეოთხედფინალის საგზურს მიიღებს. სხვა გუნდები მონაწილეობას მიიღებენ პლეი-ოფში, რომლის შედეგებითაც დანარჩენი მეოთხედფინალისტები გაირკვევა.

საქართველოს ნაკრების მეტოქე „D“ ჯგუფის გუნდი გახდება, რომელშიც გამოდიან საბერძნეთი, უნგრეთი, ჩერნოგორია და მალტა.

ევროპის U-19 ჩემპიონატი წყალბურთში 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.

13