მამაკაცთა ნაკრები ჭადრაკში

ქართველმა მოჭადრაკეებმა ოლიმპიადის ლიდერებთან პოზიციები დათმეს

16
(განახლებულია 10:53 18.01.2017)
ქართველი მოჭადრაკეები მე-11 ადგილზე ჩამოქვეითდნენ და სამეულში მოხვედრის თეორიული შანსებიც დაკარგეს.

თბილისი, 13 სექტემბერი— Sputnik. საქართველოს მამაკაცთა ნაკრები  ჭადრაკში ბაქოში მიმდინარე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მეათე ტურში აშშ-ის ნაკრებთან  1.5 ქულით 2.5-ზე დამარცხდა.

შესარჩევ ტურამდე ქართველებს მეოთხე ადგილი ეკავათ და ტურნირის ლიდერებთან გამარჯვების შემთხვევაში საპრიზო ადგილს — პირველად ისტორიაში — მოიპოვებდნენ.

თუმცა სასწაული არ მოხდა. მიხეილ მჭედლიშვილმა ხიკარუ ნაკამურას მოუგო, ბაადურ ჯობამ კი ფრედ ითამაშა ფაბიანო კარუანასთან, მაგრამ ლევან ფანცულიამ და თორნიკე სანიკიძემ თავიანთი შეხვედრები  — უესლი სოსთან და სამუელ შანკლანდუსთან წააგეს.

ამ დამარცხების შემდეგ ქართველი მოჭადრაკეები მე-11 ადგილზე ჩამოქვეითდნენ და სამეულში მოხვედრის თეორიული შანსებიც დაკარგეს. აშშ-ის ნაკრებმა კი ლიდერობა შეინარჩუნა და ახლოს არის მიზანთან, რომ  1976 წლიდან პირველად,  საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული გახდეს.

მეათე ტური წარუმატებელი აღმოჩნდა  ქალთა ნაკრებისთვისაც, რომელიც რუსეთის გუნდთან 1.5 ქულით 2.5-ზე დამარცხდა. ქალთა გუნდი მე-16 ადგილზეა და თუ ამ შედეგით დასრულდება ტურნირი, ისინი ამ ოლიმპიადაზე ანტირეკორდის დამყარების საშიშროების წინაშე დგანან. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიო ოლიმპიადებზე მერვე ადგილის ქვემოთ არ ჩამოქვეითებულან.

დასკვნით მე11 ტურში მამაკაცთა ნაკრები თურქეთის გუნდს, ქალთა ნაკრები კი ავსტრიელ მოჭადრაკეებთან ცდიან ბედს.

16