საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში ალბანეთის გუნდი გაანადგურა

© Natia Jijeishviliკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ვიქტორ სანიკიძეა, რომელმაც ანგარიშზე 20 ქულა ჩაიწერა.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში ალბანეთის გუნდი გაანადგურა ანგარიშით 86:47. მატჩი თბილისში 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ფარგლებში გაიმართა.

ალბანეთის ნაკრები შესარჩევი ციკლის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდად არის მიჩნეული. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ქართველმა კალათბურთელებმა საკმაოდ დაზოგეს ძალ-ღონე, წინააღმდეგ შემთხვევაში საფინალო სასტვენის დროს ტაბლოზე, შესაძლოა, სხვა ციფრები ყოფილიყო გამოსახული.

რიო-დე-ჟანეირო - Sputnik საქართველო
ქართველი პარალიმპიელები რიო-დე-ჟანეიროში გაემგზავრნენ

ილიას ზუროსის გუნდმა თავისი უპირატესობა დასაწყისშივე გამოავლინა. პირველი მეოთხედი ანგარიშით 21:9 დასრულდა, ხოლო მეორე — 24:10.

დიდი შესვენების შემდეგ თბილისის სპორტის სასახლეში ვითარება დიდად არ შეცვლილა. მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 23:13 მოიგო, ხოლო დასკვნითი — 18:15.

ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ვიქტორ სანიკიძე იყო, რომელმაც გუნდს 20 ქულა მოუტანა. მის ანგარიშზეა ასევე შვიდი მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა.

თავისებური იუბილე ჰქონდა თორნიკე შენგელიას. მან ალბანეთის წინააღმდეგ მატჩში 12 ქულა აიღო და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ჩაგდებული ბურთები 400-მდე დაამრგვალა.

„ალბანეთი მოვისტუმრეთ. ახლა უკვე სლოვაკეთზე ვფიქრობთ. მეტოქე კარგად გვყავს შესწავლილი. ვიცით, მძიმე ბრძოლა გველის, თუმცა საამისოდ მზად ვართ“, — ასეთი განცხადებით გამოვიდა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი მატჩის დასრულების შემდეგ.

ზვიად პატარიძე - Sputnik საქართველო
ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი ოქრო მოიპოვეს

F ჯგუფის მეორე მატჩში მონტენეგრომ სლოვაკეთს სძლია ანგარიშით 97:65.

ევრობასკეტ-2017-ის მორიგ შესარჩევ მატჩს ქართველი კალათბურთელები ბრატისლავაში სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართავენ. ამის პარალელურად ალბანეთი მონტენეგროს უმასპინძლებს.

ევრობასკეტ-2017-ის კვალიფიკაციაში 27 ნაკრები მონაწილეობს. ისინი 7 ჯგუფად არიან დაყოფილი: ექვსი ჯგუფი ოთხ გუნდად და ერთი ჯგუფი — სამ გუნდად. ევრობასკეტ 2017-ის საგზურს მიიღებენ ნაკრებები, რომლებიც ჯგუფებში პირველ ადგილზე გავლენ, ასევე 4 გუნდი მეორე ადგილზე გასულთაგან საუკეთესო მაჩვენებლით.

ევროპის ჩემპიონატი 2017 31 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება ისრაელში, რუმინეთში, თურქეთსა და ფინეთში.

ყველა ახალი ამბავი
0