დავით ხარაზიშვილი

ქართველმა მარათონელმა ხარაზიშვილმა ფინიში პირველი ნახევრის შემადგენლობაში გადალახა

19
(განახლებულია 21:46 21.08.2016)
მერვე ათეულში ფინიშზე ხარაზიშვილი გამარჯვებულს მხოლოდ 12 წუთით ჩამორჩა.

თბილისი, 21 აგვისტო— Sputnik. რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებზე მძლეოსნობის პროგრამის უკანასკნელ სახეობაში ქართველმა მარათონელმა დავით ხარაზიშვილმა 72-ე ადგილი დაიკავა. სულ სასტარტო პროტოკოლში 155 მძლეოსანი მონაწილეობდა.

42 კილომეტრისა და 195 მეტრის სიგრძის დისტანცია ქართველმა მარათონელმა 2 საათსა 20 წუთსა და 47 წამში გადალახა.

ოლიმპიადის წინ დავით ხარაზიშვილთან Sputnik-ის ინტერვიუ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ>>

ოლიმპიური ჩემპიონი ამ დისციპლინაში კენიელი ელიუდ კიპჩოგე გახდა, რომელმაც დისტანცია 2 საათსა 8 წუთსა და 44 წამში გაირბინა. აფრიკული კონტინენტის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ეთიოპელმა ფეიისა ლილესამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ბრინჯაო ამერიკელ გეილენ რაპს ერგო.

 

19