რიოს ოლიმპიადის მედლები

ქართველი ათლეტები რიოს ოლიმპიადაზე - შეჯიბრის დრო, დღე XVI

89
(განახლებულია 09:56 21.08.2016)
რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ბოლო დღეს მედლებისათვის იბრძოლებენ ზურაბ იაკობაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე და დავით ხარაზიშვილი.

რიოს XXXI ოლიმპიური თამაშების  XVI დასკვნით დღეს — კვირას ქართველი სპორტსმენები ორ დისციპლინაში მედლებისათვის იბრძოლებენ. 

თავისუფალი ჭიდაობა:

ზურაბ იაკობაშვილი (-65 კგ) – 15:30 თბ.დრ. 

ელიზბარ ოდიკაძე (-97 კგ) – 15:30 თბ. დრ. 

მძლეოსნობა — მარათონი — 16:30 თბ.დრ. 

დავით ხარაზიშვილი 

ზურაბ იაკობაშვილი — საკმაოდ დამაჯერებლად ატარებს მიმდინარე სეზონს სტაბილური შედეგების დემონსტრირებით. ქართველი მოჭიდავე  ალექსანდრე მედვედის სახელობის ტურნირის გამარჯვებულია. გარდა ამისა მიმდინარე სეზონზე იაკობაშვილმა მესამე ადგილი დაიკავა რიგაში ევროპის ჩემპიონატზე.

 თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრები
© SPUTNIK/ DENIS ASLANOV
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრები
 

ელიზბარ ოდიკაძე — რიგაში მსოფლიო თასის ეტაპზე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. ალექსანდრე მედვედის ტურნირზე ასევე მესამე ადგილი დაიკავა. გრან-პრის არაერთი ეტაპის პრიზიორი. განიხილება როგორც რიო-დე-ჟანეიროს მედლის ერთ-ერთი პრეტენდენტი. 

ხეტაგ გაზიუმოვი და ელიზბარ ოდიკაძე
© SPUTNIK/ АЛЕКСЕЙ ФИЛИППОВ
ხეტაგ გაზიუმოვი და ელიზბარ ოდიკაძე

დავით ხარაზიშვილი — საქართველოს ისტორიაში პირველი მარათონელი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზია მოიპოვა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რიო-დე-ჟანეიროს ლიცენზია ხარაზიშვილმა თავის სიცოცხლეში მეორე მარათონში მოიპოვა. ბერლინში 42 კმ-იან რბოლაში მან 34-ე ადგილი მოიპოვა, მაგრამ ოლიმპიური ნორმატივი შეასრულა. რიოს ოქროს მედლების ძირითად ფავორიტებად აფრიკელი მარათონელები ითვლებიან. ბოლო ოლიმპიადებზე მათ ექვსივე მედალი მოიპოვეს. 

დავით ხარაზიშვილი
© SPUTNIK/ DENIS ASLANOV
დავით ხარაზიშვილი


89
თემები:
საქართველო რიოს ოლიმპიადაზე (99)