გენო პეტრიაშვილი

მოჭიდავე პეტრიაშვიოლმა რიოს ოლიმპიადის ბრინჯაო მოიპოვა

66
(განახლებულია 17:12 23.01.2017)
ამ დროისათვის საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ყულაბაში შვიდი მედალია: 2 ოქრო, ერთი ვერცხლი და 4 ბრინჯაო. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველო 35-ე ადგილზეა.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა  (-125კგ) რიო-დე-ჟანეიროს ოლიპიადოს ვერცხლის მედალი მოიგო. 

ამერიკის წარმომადგენელთან ტერველ დლაგნევთან შერკინებამ მხოლოდ 31 წამს გასტანა და შეწყდა ქართველი სპორტსმენის აშკარა უპირატესობის გამო. 

მეორე ბრინჯაოს მედალი ამ კატეგორიაში ბელორუსის წარმომადგენელმა იბრაგიმ საიდოვმა მოიპოვა.

 

რიოს ოლიმპიური ჩემპიონატის გამარჯვებული აკგიულ ტახა გახდა თურქეთიდან, რომელმაც ფინალში ირანელ კომეილ გასემის მოუგო. 

თავისუფალ ჭიდაობაში ეს მედლი ქართველ მოჭიდავეთა  ოლიმპიურ აქტივში მეორეა. მანამდე 57 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდა. 

66
თემები:
საქართველო რიოს ოლიმპიადაზე (99)