რიო დე ჟანეირო

ქართველი მძლეოსნები რიოს ოლიმპიადას ტოვებენ

61
(განახლებულია 21:17 18.08.2016)
საქართველოს მძლეოსნობაში მხოლოდ ერთი წარმომადგენელი დარჩა - მარათონელი დავით ხარაზიშვილი, რომელიც 21 აგვისტოს იასპარეზებს.

თბილისი, 18 აგვისტო— Sputnik. ქართველმა მძლეოსნებმა ბენიკ აბრამიანმა(ბირთვის ტყორცნა) და ვალენტინა ლიაშენკომ (სიმაღლეში ხტომა) შეჯიბრების ფინალურ ნაწილში გასვლა ვერ შეძლეს და რიო-დე-ჟანრეიროს ოლიმპიადაზე თავისი გამოსვლა დაასრულეს.

საკვალიფიკაციო ცდებში აბრამიანის საუკეთესო შედეგი იყო 18 მეტრი 72 სანტიმეტრი, რაც არ იყო საკმარისი, რომ თორმეტ საუკეთესოთა შორის მომხდარიყო. კვალიფიკაციის გამარჯვებული გახდა ამერიკელი რაიან კრაუზერი, რომელმაც ბირთვი 21 მეტრზე და 59 სანტიმეტრზე ტყორცნა.

წარუმატებლად ჩაიარა კვალიფიკაციამ ვალენტინა ლიაშენკოსათვისაც. პირველ ცდაში მან 1 მეტრსა და 80 სანტიმეტრზე აწეულ თამასას სძლია. თუმცა შემდეგი სიმაღლე (1.85) ვერც ერთ ცდაში ვერ აიღო.

ამგვარად რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მხოლოდ ერთი მძლეოსანი წარმომადგენელი დარჩა — მარათონელი დავით ხარაზიშვილი. ამ დისციპლინის მედლები თამაშების დასკვნით დღეს — 21 აგვისტოს  გათამაშდება.

61
თემები:
საქართველო რიოს ოლიმპიადაზე (99)
თემაზე
ქართველი სპორტსმენები რიოს ოლიმპიადაზე - შეჯიბრების დრო, დღე XIII
ნიჩბოსანი ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე ფინალში გავიდა
რიოში ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი დააკავეს
მარგველაშვილმა ლაშა ტალახაძეს ოლიმპიური ოქრო მიულოცა