კანოისტი ზაზა ნადირაძე

ქართველმა კანოისტმა ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილი დაიკავა

55
(განახლებულია 19:38 18.08.2016)
ნადირაძის სტარტი მთლად წარმატებული არ გამოდგა, მაგრამ დისტანციის შუა მონაკვეთზე მესამე ადგილზე გაჭრა მაინც მოახერხა.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ქართველი კანოისტი ზაზა ნადირაძე რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე 200 მეტრზე დისტანციაში მეხუთე ადგილზე გავიდა.

ქართველმა სპორტსმენმა 39.817 წმ შედეგი აჩვენა.

ნადირაძის სტარტი მთლად წარმატებული არ გამოდგა, მაგრამ დისტანციის შუა მონაკვეთზე მესამე ადგილზე გაჭრა მაინც მოახერხა. თუმცა სულ ბოლო მონაკვეთზე, ფინიშამდე 10–15 მეტრში მას ესპანელმა ალფონსო ბანავიდესმა და ბრაზილიელმა ისააკ კუეროს დოს სანტოსმა გაუსწრეს.

რიოს ოლიმპიადის ჩემპიონი კი ამ სახეობაში უკრაინელი იური ჩებანი გახდა (39.279 წმ), რომელმაც ლონდონის ოლიმპიადის წარმატება გაიმეორა.

ვერცხლის მედალი აზერბაიჯანელ ვალენტინ დემიანენკოს ერგო — მსოფლიოსა და ევროპის ოთხგზის ჩემპიონს. მისი შედეგი 39.493 წმ იყო.

55
თემები:
საქართველო რიოს ოლიმპიადაზე (99)