დინამო არენას შესასვლელი

თბილისის „დინამო“ უეფას ევროპის ლიგის შეხვედრას გამართავს

33
(განახლებულია 17:13 18.08.2016)
გულშემატკივარს კლუბის მხარდაჭერა თბილისში, „დინამო არენას“ სტადიონზე შეუძლია.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბი „დინამო“ ხუთშაბათს ბერძნული „პაოკის“ წინააღმდეგ უეფას ევროპის ლიგის პლეი-ოფის რაუნდის პირველ მატჩს გამართავს. თამაში თბილისის „დინამო არენას“ სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.

საპასუხო შეხვედრა ერთი კვირის შემდეგ სალონიკში გაიმართება. ორმატჩიანი დაპირისპირების გამარჯვებული ტურნირის ჯგუფური ეტაპის საგზურს მიიღებს.

„დინამომ“ ჯგუფურ ეტაპზე ბოლოს, მაშინ ჯერ კიდევ უეფას თასზე, 2004-2005 წლების სეზონზე ითამაშა. D ჯგუფში „დინამომ“ ოთხივე მატჩი წააგო, კარში გაუშვა 13 ბურთი და მხოლოდ ორი გაიტანა.

33