ოლიმპიადა 2016

ქართველი სპორტსმენები რიოს ოლიმპიადაზე - შეჯიბრების დრო, დღე XIII

57
(განახლებულია 12:37 18.08.2016)
რიო-დე-ჟანეიორს XXXI ზაფხულის ოლიმპიური თამაშების XIII დღეს, ხუთშაბათს ქართველი სპორტსმენები მედლებისთვის ორ დისციპლინაში იბრძოლებენ.

ზაზა ნადირაძე

ნიჩბოსნობა ბაიდარებითა და კანოეთი, ერთადგილიანი კანოე, დისტანცია — 200 მ — 16:23 თბილისის დროით.

ზაზა ნადირაძე: „ეს ნიჩაბი 18 წლისამ ავიღე ხელში და უკვე ხუთი წელია, ვიყენებ. ადრე ცოტა „დიდი მქონდა“, მაგრამ ახლა უკვე ჩემ ზომაზე დადგა
Sputnik/ Denis Aslanov
ზაზა ნადირაძე: „ეს ნიჩაბი 18 წლისამ ავიღე ხელში და უკვე ხუთი წელია, ვიყენებ. ადრე ცოტა „დიდი მქონდა“, მაგრამ ახლა უკვე ჩემ ზომაზე დადგა"

ზაზა ნადირაძემ ნახევარფინალი მოიგო შედეგით 40,146 წამი, რაც სამი ნახევარფინალის ყველა მონაწილეს შორის მეორე შედეგია. გადამწყვეტი გაცურვა 200-მეტრიან დისტანციაზე დაიწყება 16:23 საათზე თბილისის დროით. 

Sputnik-ის ინტერვიუ ოლიმპიადამდე ზაზა ნადირაძესთან წაიკითხეთ აქ>>

მძლეოსნობა

ბენიკ აბრამიანი — ბირთვის კვრა — 17:00 თბილისის დროით.

ვალენტინა ლიაშენკო — სიმაღლეზე ხტომა — 17:00 თბილისის დროით. 

ვალენტინა ლიაშენკო — სიმაღლეზე ხტომაში გამოცდილი 35 წლის სპორტსმენი. ამ სეზონზე მისი საუკეთესო შედეგია 1,90, ხოლო პირადი რეკორდი 1,92. 

ბენიკ აბრამიანი — საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე. ივლისის ბოლოს მას 21 წელი შეუსრულდა. სეზონის საუკეთესო შედეგია 20 მეტრი და 54 სანტიმეტრი. 

ორივე სპორტსმენი თავის გამოსვლას რიოს ოლიმპიადაზე საკვალიფიკაციო სტადიიდან იწყებს. საკვალიფიკაციო გამოსვლები თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. 

57
თემები:
საქართველო რიოს ოლიმპიადაზე (99)