მარგველაშვილმა ლაშა ტალახაძეს ოლიმპიური ოქრო მიულოცა

© REUTERS / STOYAN NENOVოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე
ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტმა ასევე მიულოცა ძალოსან ირაკლი თურმანიძესა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძეს, რომლებმაც რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამარჯვება მიულოცა ქართველ ძალოსანს ლაშა ტალახაძეს, რომელმაც ქართულ ოლიმპიურ ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. 

ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა 105 კგ-ზე ზემოთ წონით კატეგორიაში. მან შეჯიბრი მსოფლიო რეკორდით მოიგო — ჯამში 473 კგ მოაგროვა (215+ 258). 

„გილოცავთ ლაშა ტალახაძის ოლიმპიურ ჩემპიონობას, პირველ ოქროს და ახალ მსოფლიო რეკორდს!“ — ნათქვამია პრეზიდენტის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

რიოს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო
ლაშა ტალახაძემ საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა

პრეზიდენტმა ასევე მიულოცა კიდევ ორ მედალოსანს — ძალოსან ირაკლი თურმანიძესა და მოჭიდავეს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში შმაგი ბოლქვაძეს, რომლებიც ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. 

ამგვარად, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებმა რიო-დე-ჟანეიროში 5 ოლიმპიური მედალი მოიპოვა — ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. 

ყველა ახალი ამბავი
0