ქართველმა რაგბისტებმა ფიჯის გუნდი დაამარცხეს

საქართველოს რაგბის ნაკრებმა ფიჯის ნაკრები დაამარცხა

27
ქართველმა რაგბისტებმა წყნარი ოკეანის ტურნე დაუმარცხებლად დაასრულეს.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ქართველმა რაგბისტებმა ფიჯის გუნდს სატესტო მატჩში ანგარიშით 13:4 სძლიეს და ამით წყნარი ოკეანის ტურნე დაუმარცხებლად დაასრულეს.

შეხვედრის პირველ ნახევარში მინდორზე შეუპოვარი ბრძოლა გაიმართა, თუმცა შეტევებს წარმატება არ მოჰყოლია. ორივე გუნდი მხოლოდ საჯარიმო დარტყმებით შემოიფარგლა და შესასვენებლად 3:3 ანგარიშით გავიდა.

მეორე ტაიმის 41-ე წუთზე ლაშა ხმალაძემ წარმატებით დაასრულა შეტევა და ქართველი რაგბისტები ანგარიშით 8:3 დაწინაურდნენ.

მასპინძელთა გუნდი თავგამოდებით ცდილობდა მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ ვერ მოახერხა. ქართველმა სპორტსმენებმა კი ორი ზუსტად რეალიზებული საჯარიმოთი კიდევ უფრო გაზარდეს სხვაობა ანგარიშში და თამაში საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა — ანგარიშით 14:3.

ეს გუნდებს შორის მეორე შეხვედრა იყო. პირველი შეხვედრა, რომელიც ასევე ამხანაგური გახლდათ, თბილისში 2012 წელს გაიმართა და ფიჯელებმა ანგარიშით 24:19 გაიმარჯვეს.

წყნარი ოკეანის კუნძულებზე ტურნეს ფარგლებში ქართველმა რაგბისტებმა სამი სატესტო მატჩი ჩაატარეს. აქედან, ერთხელ ფრედ დაამთავრეს შეხვედრა სამოას ნაკრებთან (19:19), ხოლო ორჯერ გაიმარჯვეს — ტონგასთან 20:23 და ფიჯისთან 3:14.

ქართველი რაგბისტები სამშობლოში 27 ივნისს დაბრუნდებიან.

27