სალომე ფაჟავა

ფაჟავამ ევროპის ჩემპიონატზე მხატვრულ ტანვარჯიშში მეხუთე ადგილი დაიკავა

43
(განახლებულია 19:11 21.06.2016)
ლიდერთა სამეულში არიან რუსეთის ორი წარმომადგენელი და ერთი უკრაინელი ტანმოვარჯიშე.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ქართველმა ტანმოვარჯიშემ სალომე ფაჟავამ ისრაელში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მხატვრულ ტანვარჯიშში მეხუთე ადგილი დაიკავა, იუწყება ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ფაჟავას მეოთხე ადგილის დასაკავებლად სულ 0,282 ქულა არ ეყო. ეს ადგილი მელეტინა სტანიუტას ერგო ბელარუსიდან.

კონტინენტის პირველობაზე პირველი ადგილი რუსეთის წარმომადგენელმა იანა კუდრიავცევამ დაიკავა, მეორე ასევე რუს მარგარიტა მამუნს ერგო. მესამეზეა უკრაინელი განა რიზატდინოვა.

ფაჟავა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტია.

43