თინუსი

ქართველმა მორაგბეებმა სამოაზე 45 კილოგრამიანი თინუსი დაიჭირეს

72
(განახლებულია 22:25 07.06.2016)
წყნარი ოკეანის გუნდებთან შეხვედრების მზადებისას, ქართველმა მორაგბეებმა თევზაობისთვისაც გამონახეს დრო და შედეგად უზარმაზარი თინუსი დაიჭირეს.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების წევრებმა, რომლებიც საწვრთნელ შეკრებებს სამოას კუნძულზე გადიან, თევზაობისას უზარმაზარი თინუსი დაიჭირეს, ამის შესახებ გამოცემა Samoa Observer იტყობინება. 

აპიას მახლობლად სათევზაოდ წასულმა რაგბისტებმა 45 კილოგრამიანი თინუსი დაიჭირეს. აღსანიშნავია, რომ გუნდის არც ერთი წევრი მანამდე არ ყოფილა თევზაობით დაკავებული. 

სპორტსმენები ნადავლით სასტუმროში დაბრუნდნენ, სადაც თევზისაგან სადილი მოამზადეს მთელი გუნდისათვის. 

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები წყნარი ოკეანის კუნძულებზე ივნისის დასაწყისში გაემგზავრა, სადაც ვარჯიშებსა და სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 11 ივნისს მილტონ ჰეიგის გუნდი სამოასთან ითამაშებს, 18 ივნისს ტონგასთან ხოლო ბოლო ტესტ-მატჩი 24 ივნისს ფიჯის გუნდთან გაიმართება. 


72