ქართველი ფეხბურთელები ესპანელებს შეხვდებიან

© ФФГვარჯიში
ვარჯიში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ფეხბურთელები სეზონს ევროპის მოქმედ ჩემპიონთან გამართული მატჩით დაასრულებენ.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი სამშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. გუნდები ერთმანეთს მადრიდში შეხვდებიან.

ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ არჩევანი სლოვაკ მწვრთნელზე შეაჩერა

„ჩვენთვის დიდი პატივი და ზეიმია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც ესპანეთია. მის შემადგენლობაში ხომ არაერთი საუკეთესო ფეხბურთელია. თუმცა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ მატჩს უკეთესად ჩავატარებთ, ვიდრე წინა ორი მატჩი გავმართეთ“, — განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა პრესკონფერენციაზე.

მან დაამატა, რომ ამ მატჩის შედეგს არსებითი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან საქართველოს ნაკრებს დასაკარგი არაფერი აქვს და მან, უბრალოდ, კარგად უნდა ითამაშოს.

მოსალოდნელია, რომ საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში იქნება გიორგი აბურჯანია, რომელმაც უკვე შეძლო ესპანური ფეხბურთის კარგად შესწავლა.

საქართველოს და ესპანეთის ფეხბურთელები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ — 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებზე. თბილისში სტუმრებმა ანგარიშით 1:0 გაიმარჯვეს, ხოლო ალბასეტეში 2:0 მოიგეს.

ყველა ახალი ამბავი
0