მჭედლიძე იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია

© FB / empolifcofficialpageლევან მჭედლიძე
ლევან მჭედლიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ფეხბურთელი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და არ ესმის, რატომ მისცეს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ემპოლის“ თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და იტალიის ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში მოედანზე აღარ გამოვა, იუწყება გამოცემა Gazzetto dello sport.

თორნიკე ოქრიაშვილი - Sputnik საქართველო
არაქართული ფეხბურთი ქართველების შესრულებით. ოქრიაშვილს თურქეთში პირველი გოლი გააქვს

ინციდენტი იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურის მატჩის, „კაპრისა“ და „ემპოლის“ შორის შეხვედრისას მოხდა. 26-ე წუთზე მჭედლიძემ მეტოქისთვის იდაყვით განზრახ დარტყმისთვის პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. „ემპოლიმ“ მატჩი 0:1 წააგო.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა შეისწავლა ეპიზოდი და ქართველი თავდამსხმელს სამ მატჩზე  დისკვალიფიკაცია გადაწყვიტა. ეს ნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულდა, რადგანაც „სერია А“-ში სამი ტურია დარჩენილი.

ამ გადაწყვეტილებაზე მჭედლიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა: „რა შემიძლია ვთქვა? არ მჯერა, რომ ეს მოხდა… სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მომცეს და არ მესმის, რატომ, განვიცდიდი, რომ გუნდი უმცირესობაში დავტოვე, არ მესმოდა, რატომ გამაძევეს. ახლა კი საქმე უფრო ცუდად წავიდა…“

© FB/ IlTirreno.Empolლევან მჭედლიძემ წითელი ბარათი მიიღო.
ლევან მჭედლიძემ წითელი ბარათი მიიღო. - Sputnik საქართველო
ლევან მჭედლიძემ წითელი ბარათი მიიღო.

მჭედლიძემ გასული წლის სექტემბერში საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს შორის შეხვედრაზე სერიოზული ტრავმა მიიღო. ამის გამო თავდამსხმელმა სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა. „ემპოლის“ შემადგენლობაში მჭედლიძე თებერვალში დაბრუნდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში „კაპრის“ წინააღმდეგ მატჩამდე არ გასულა.

 

ყველა ახალი ამბავი
0