საქართველოს U-17 ნაკრები ფეხბურთში

საქართველოს U-17 ნაკრები ფეხბურთში იტალიელ თანატოლებთან დამარცხდა

8
იტალიისა და ბოსნია–ჰერცეგოვინას ნაკრებები ევროპის U-17 ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ, რომელიც აზერბაიჯანში ჩატარდება მაისში.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს 17 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები თბილისში იტალიელ თანატოლებთან შეხვედრაში ანგარიშით 0:1 დამარცხდა, — იუწყება უეფა–ს ოფიციალური საიტი.

მატჩში ერთადერთ გოლი მეორე ტაიმის 46–ე წუთზე გავიდა. ქართველმა ფეხბურთელებმა ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგეს, რამაც იტალიელებს სწრაფი კონტრშეტევის განხორციელებისა და გოლის გატანის საშუალება მისცა.

შვიდი წუთის შემდეგ  მასპინძელთა გუნდის წევრი ლევან ხარაბაძე მოდნიდან გააძევეს, რომელმაც მოისე კეანის წინააღმდეგ აშკარად უხეშად ითამაშა და წითელი ბარათი დაიმსახურა.

იტალიელებმა კარგად გამოიყენეს რიცხობრივი უპირატესობა და მინიმალური უპირატესობის შენარჩუნება შეძლეს. შედეგად, ჯგუფში "3" პირველი ადგილი დაიკავეს და ბოსნია–ჰერცეგოვინასთან ერთად ევროპის 2016 წლის U-17 ჩემპიონატში მონაწილეობის საგზური მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირში სამივე მატჩი წააგო და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა ბოსნია–ჰერცეგოვინასთან შეხვედრაში.

ევროპის 2016 წლის ელიტ–რაუნდში რვა ჯგუფად დაყოფილი 32 გუნდი მონაწილეობს. ტურნირის ფინალში თითოეული ჯგუფის გამარჯვებული და მეორე ადგილზე გასული შვიდი საუკეთესო გუნდი გავა.

ევროპის U-17 საფეხბურთო ჩემპიონატი ბაქოში მაისში გაიმართება.

8