საქართველოს U-17 საფეხბურთო ნაკრებმა ელიტ-რაუნდში ასპარეზობა წაგებით დაიწყო

© GFFფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ფეხბურთელები 17 მარტს რუსეთის გუნდს შეხვდებიან. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს 17 წლამდელთა (U-17) საფეხბურთო ნაკრებმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინელ თანატოლებთან 1:2  წააგო, იუწყება უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

ქართველი ფეხბურთელები მე-14 წუთზე დაწინაურდნენ. გიორგი ივანიაძის შორიდან დარტყმის შემდეგ ბურთი ბალკანელების ერთ-ერთ მცველს მოხვდა და ფილიპ ვასილის კარში შევარდა.

სტუმრებმა ანგარიში უკვე შემდეგი შეტევისას გაათანაბრეს. რეშიცის სრულიად უსაფრთხო ჩაწოდება მარჯვენა ფლანგიდან გოლად საქართველოს ნაკრების მეკარემ ლუკა გუგეშაშვილმა აქცია, რომელმაც ბურთი ხელიდან გაუშვა და ის მხოლოდ კარის ხაზს იქით დაიჭირა.

დინამო ბათუმი - ცხინვალი 2:0 - Sputnik საქართველო
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. XX ტურის შედეგები

75-ე წუთზე გამარჯვება სტუმრებს სტეფან კოვაჩის ზუსტმა დარტყმამ მოუტანა, რომელმაც გუგეშაშვილის კარში 11-მეტრიანი საჯარიმოს ტერიტორიიდან დაარტყა.

„3“ ჯგუფის პარალელურ მატჩში იტალიის ნაკრებმა რუსეთის ნაკრები გაანადგურა ანგარიშით 4:0.

ქართველი ფეხბურთელები 17 მარტს რუსეთის გუნდს შეხვდებიან. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში რვა ჯგუფად დაყოფილი 32 გუნდი მონაწილეობს. ტურნირის ფინალურ სტადიაზე თითოეული ჯგუფის გამარჯვებული და მეორე ადგილზე გასული შვიდი საუკეთესო გუნდი გადის. ევროპის ჩემპიონატი აზერბაიჯანში 5-21 მაისს ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0