საქართველოს რაგბის ნაკრებმა სპონსორი გამოიცვალა

© facebook.com/OfficialGeorgiaRugbyსაქართველოს რაგბის ნაკრები
საქართველოს რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანიის ნაკრებთან 6 თებერვალს დაგეგმილ მატჩში, ქართველი რაგბისტები TBC ბანკის ლოგოტიპითა და ახალი სლოგანით გავლენ.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. TBC ბანკი საქართველოს რაგბის ნაკრების ახალი გენერალური სპონსორი გახდა. უკვე ხელი მოეწერა შესაბამის კონტრაქტს ბანკსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის. 

დოკუმენტის თანახმად, TBC ბანკი საქართველოს რაგბის ნაკრების ტიტულური სპონსორი ხდება ყველა ასაკობრივ კატეგორიაში. გარდა ამისა, ფინანსური ორგანიზაცია გახდება საქართველოს რაგბის ნაკრები —7-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი. 

დევიზი „რაგბი — ჩვენი თამაშია“ გახდა შეთანხმების ოფიციალური სლოგანი. 

ახალი ხელშეკრულების თანახმად, უკვე უახლოეს მატჩზე — საქართველოსა და გერმანიის რაგბის ნაკრებებს შორის ევროპის ერთა თასის ფარგლებში, რომელიც 6 თებერვალსაა დაგეგმილი, ეროვნული გუნდი გამოვა ახალი სპოსორის ლოგოტიპიანი ფორმით. 

რაგბი - Sputnik საქართველო
საქართველო-გერმანიის რაგბის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

„ჩვენ დიდი ხანია ვისწრაფოდით ამ თანამშრომლობისაკენ, და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ეს დღე დადგა. რაგბი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი თანამშრომლობა მრავალმხრივი იქნება“, — განაცხადა TBC ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 

„საქართველოს რაგბის კავშირისა და TBC ბანკის მიზნები ემთხვევა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ რაგბი სახალხო თამაში გავხადოთ“, — განაცხადა რაგბის კავშირის თავმჯდომარემ გოჩა სვანიძემ. 

მანამდე საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორი VTB ბანკი იყო. 


ყველა ახალი ამბავი
0