საქართველოს ფეხბურთის ნაკრები

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები 2016 წელს სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს

189
ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის სამზადისის ფარგლებში ქართველი ფეხბურთელები ყაზახეთის, სლოვაკეთისა და რუმინეთის გუნდებს შეხვდებიან.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. მიმდინარე წლის გაზაფხულსა და ზაფხულში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ყაზახეთის, სლოვაკეთისა და რუმინეთის გუნდებს შეხვდება. მატჩები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ეროვნული ნაკრების სამზადისის ფარგლებში გაიმართება, — იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი. 

პირველი შეხვედრა 29 მარტს შედგება ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ. 

 

საქართველოს ნაკრების მეორე სპარინგ–პარტნიორი სლოვაკეთი იქნება, რომელიც ზაფხულში ევროპის ჩემპიონატში ითამაშებს. გუნდები ერთმანეთს 28 მაისს შეხვდებიან ავსტრიაში, სადაც ქართველი ფეხბურთელები მოსამზადებელ შეკრებაზე ჩავლენ. 

ევრო 2016–ის კიდევ ერთი მონაწილე — რუმინეთის ნაკრები საქართველოს ნაკრებს ბუქარესტში გაეჯიბრება 3 მაისს. 

ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი სექტემბერში დაიწყება. „დე“ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეები იქნებიან უელსის, ავსტრიის, სერბეთის, ირლანდიისა და მოლდოვას ნაკრებები. 

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას თბილისში, ავსტრიელების წინააღმდეგ გამართავს 5 სექტემბერს. 


189