საქართველოს ნაკრები მძიმე ათლეტიკაში რიოს ოლიმპიადის სამი ლიცენზიისთვის იბრძოლებს

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიმძიმე ათლეტიკა
მძიმე ათლეტიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნაკრებში დაბრუნდა დოპინგის გამოყენების გამო დისკვალიფიცირებული ლაშა ტალახაძე. ეროვნულ ნაკრებს ასევე შეუერთდა უკრაინელი სპორტსმენი ანასტასია გოტფრიდი, რომელიც საქართველოს მოქალაქე გახდა.

თბილისი, 12 ნოემბერი —  Sputnik. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მძიმე ათლეტიკაში გიორგი ასანიძემ გუნდის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ჰიუსტონში გაემგზავრება. ჩემპიონატი 21 ნოემბერს იწყება.

ნაკრებში დაბრუნდა დოპინგის გამოყენების გამო დისკვალიფიცირებული ლაშა ტალახაძე.  ეროვნულ ნაკრებს ასევე შეუერთდა უკრაინელი სპორტსმენი ანასტასია გოტფრიდი, რომელიც საქართველოს მოქალაქე გახდა.

მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების გარდა რიო–დე–ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც გათამაშდება. ნაკრებები, რომლებიც საერთო გუნდურ შეჯიბრებებში პირველ 6 ადგილს დაიკავებენ, ექვს ლიცენზიას მიიღებენ, მე–7–მე–12 ადგილებზე გასულები — ხუთს, მე–13–მე–18 — ოთხს, მე–19–24–ე — სამს. 

ამჟამად საქართველოს ნაკრებს რეიტინგში 27–ე ადგილი უკავია და კონკურსანტებს დიდად ჩამორჩება. საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა შტაბის განცხადებით, მათი მთავარი ამოცანა მსოფლიოს ჩემპიონატზე მინიმუმ 24–ე ადგილის დაკავება და სამი ლიცენზიის მოპოვებაა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მძიმე ათლეტიკაში:

რამინ შამილიშვილი (-62 კგ)

შოთა მიშველიძე (-69 კგ)

გიორგი ლომთაძე (-77)

რაულ ცირიკიძე (-94)

გია მაჭავარიანი (-105)

გიორგი ჩხეიძე (-105)

ლაშა ტალახაძე (-105)

ირაკლი თურმანიძე (-105)

თათია ლორთქიფანიძე (-63)

ანასტასია გოტფრიდი (-75).

 

 

ყველა ახალი ამბავი
0