გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი

კაშია და ყაზაიშვილი კვლავ საუკეთესოთა შორის არიან

3
გურამ კაშია სეზონში ტურის სიმბოლურ ნაკრებში უკვე მესამედ ხვდება. აგვისტოში საქართველოს ნაკრების მცველი ჩემპიონატის, ხოლო სექტემბერში – „ვიტესის“ შემადგენლობის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და ჰოლანდიური „ვიტესის“ ფეხბურთელები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ნიდერლანდების ჩემპიონატის მეცხრე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ, რომელიც სააგენტო foxsports.nl–მა შეადგინა.

საანგარიშო ტურში „ვიტესმა“ გასვლით თამაშში „ზვოლეს“ ანგარიშით 5:1 მოუგო. ერთი გოლი ყაზაიშვილის ანგარიშზეა, კაშიამ კი თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ცხრა ტურის შემდეგ „ვიტესი“ 17 ქულით სატურნირო ცხრილის მეხუთე ადგილზეა.

გურამ კაშია სეზონში ტურის სიმბოლურ ნაკრებში უკვე მესამედ ხვდება. აგვისტოში საქართველოს ნაკრების მცველი ჩემპიონატის, ხოლო სექტემბერში – „ვიტესის“ შემადგენლობის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

გასულ კვირაში 28 წლის კაშიამ „ვიტესთან“ ხელშეკრულება 2020 წლამდე გააგრძელა. 


3