კალათბურთი

ქართველმა კალათბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის სასტარატო მატჩი წააგეს

19
(განახლებულია 17:22 06.09.2015)
მატჩის ყველაზე რეზულტატური მოთამაშე შარლონ კლუფი იყო, მან 22 ქულა მოაგროვა. ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია საუკეთესოები იყვნენ საქართველოს ნაკრებში. მათ ანგარიშზე 16 -16 ქულაა.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩში ჰოლანდიასთან  72:73 წააგო.

ჰოლანდილელებმა, რომელთაც 26 წელია მონაწილეობა არ მიუღიათ კონტინენტალურ პირველობაში, უკვე პირველ მეოთხედშივე აიღეს თამაშის სადავეები და აგრძნობინეს ქართველ ფეხბურთელებს, რომ თამაშს ადვილად არ დათმობდნენ. 

 პირველი ნაწილი ფრე 17:17 დამთავრდა, ხოლო მეორე ნახევარში ქართველ კალათბურთელებს ყველა მაჩვენებლით სჯობნიდნენ და დიდი შესვენებისათვის უკვე 36:26-ს იგებდნენ. 

 შესვენების შემდეგ ქართულმა გუნდმა ტემპი აიღო და  სცადა 10 ქულიანი ფორის დაძლევა. მაგრამ ფაჩულიას, ცინცაძისა და შენგელის ზუსტ გდებებს არანაკლები სიზუსტით პასუხობდნენ შარლონი, კლუფი და ვორტი დე იონგა. შედეგად — 22:22. 

 ფინალურ მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა შეძლო დაწევა და რაღაც მომენტში ჰოლანდიელთა გადასწრებაც კი. ფინალურ სასტვენამდე 1 წუთითა და 4 წამით ადრე საქართველოს ნაკრები 4 ქულით იგებდა. მაგრამ ამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შესძლო. 

 ჯერ კლუფმა მოახდინა 3 ქულიანის რეალიზაცია, შემდეგ კი მისივე ასისტირებით სმელდერსმა მატჩი საბოლოო შედეგამდე მიიყვანა.  

სულ ბოლოს მანუჩარ მარკოიშვილს ჰქონდა შანსი გამარჯვება მოეპოვებინა თავისი გუნდისათვის, მაგრამ საშუალო დისტანციიდან მისი ნატყორცნი ბურთი მიზანს აცდა. 

 მატჩის ყველაზე რეზულტატური მოთამაშე შარლონ კლუფი იყო, მან 22 ქულა მოაგროვა. ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია საუკეთესოები იყვნენ საქართველოს ნაკრებში. მათ ანგარიშზე 16 —16 ქულაა. 

 იმავე ჯგუფში საბერძნეთის ნაკრებმა მაკედონიას მოუგო — 85:65, ხოლო ხორვატებმა სლოვენიელები 80:73 დაამარცხეს. 

 კვირას საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატში თავის მეორე მატჩს გამართავს. მისი მოწინააღმდეგე სლოვენიის გუნდი იქნება. თამაში თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება. 

19
თემაზე
ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში: საქართველო და ჰოლანდია მატჩის წინ
საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში ჩემპიონატი მოგებით დაიწყო