საქართველოს რაგბის ნაკრები მეორე სატესტო მატჩში დამარცხდა

© facebook.com/OfficialGeorgiaRugbyსაქართველოს რაგბის ნაკრები
საქართველოს რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრებმა რაგბიში ინგლისური პრემიერ–ლიგის გუნდ „ნიუკასლ ფელკონს“ დაუთმო ანგარიშით 7:27.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა რაგბიში ზედიზედ მეორე ტესტ–მატჩი წააგო მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში. მილტონ ჰეიგის გუნდმა კანადელებთან შეხვედრა ანგარიშით 15:16 დაასრულა. 

შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე საქართველოს ნაკრებს გამარჯვების მოპოვების არაჩვეულებრივი შანსი ჰქონდა. ბექა წიკლაურმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ქართველმა რაგბისტებმა რეალიზება ვერ შეძლეს და საბოლოოდ ერთი ქულით დამარცხდნენ. 

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრებმა რაგბიში ინგლისური პრემიერ–ლიგის გუნდ „ნიუკასლ ფელკონს“ დაუთმო ანგარიშით 7:27.

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ქართული გუნდი კიდევ ერთ ტესტ–მატჩსჩაატარებს, ამჯერად იაპონიის ნაკრებთან. 


ყველა ახალი ამბავი
0