ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები კვლავ მედლების გარეშე დარჩა

© https://www.facebook.com/TbilisiEYOF?fref=tsძიუდო
ძიუდო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხვალ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვლენ ძიუდოისტები 90 კგ.-მდე წონით კატეგორიაში. საქართველოს ნაკრებს წარმოადგენენ ბექა ღვინიაშვილი და ევროპის ექვსგზის და მსოფლიო პირველობის ორგზის პრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანი.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ასტანაში ძიუდოს ჩემპიონატზე ხუთშაბათს, 27 აგვისტოს, 81 კგ.-მდე წონითი კატეგორიის სპორტსმენები გამოდიოდნენ. საქართველოს უშანგი მარგიანი და და მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ავთო ჩრიკიშვილი წარმოადგენდნენ. მარგიანმა, რომელიც სერიოზული ტრამვიდან აღდგენის შემდეგ გამოვიდა შეჯიბრზე, პირველ ორთაბრძოლაში პოლონელ ლუკაშ ბლაშს მოუგო, თუმცა მეტი რესურსი არ აღმოაჩნდა და უკვე შემდეგ რაუნდში ქართველმა ძიუდოისტმა უზბეკეთის წარმომადგენელს იახიე იამამოვს დაუთმო. 

 გაცილებით თავდაჯერებულად დაიწყო თავისი გამოსვლა ტურნირზე ჩრიკიშვილმა. ნახევერფინალისაკენ ქართული ნაკრების ლიდერმა ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტას, ყაზახ აზიზ კალკამანულს და უნგრელ ლასლო ჩოკნაის მოუგო. 

 ნახევარფინალში ჩრიკიშვილის მოწინააღმდეგე იაპონელი ტაკანორი ნაგასე იყო, რომელმაც საბოლოოდ ჩემპიონატის ოქროს მედალიც მოიპოვა. 

 ჩრიკიშვილს კიდევ ჰქონდა შანსი, რომ ებრძოლა ტურნირის ბრინჯაოს მედლისათვის, მაგრამ საკმაოდ მოულოდნელად ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერთან დათმო ეს შეხვედრა. 

 ამგვარად, შეჯიბრის სამი დღის მანძილზე, საქართველოს ნაკრების ყულაბაში ჯერჯერობით არც ერთი მედალი არ არის. (66 კგ.-მდე წონით კატეგორიაში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ვაჟა მარგველაშვილი ორთაბრძოლაზე არ გაიყვანა.)

 ხვალ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვლენ ძიუდოისტები 90 კგ.-მდე წონით კატეგორიაში. საქართველოს ნაკრებს წარმოადგენენ ბექა ღვინიაშვილი და ევროპის ექვსგზის და მსოფლიო პირველობის ორგზის პრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანი.


ყველა ახალი ამბავი
0