უნაი ემერი: მინდა მოთამაშეების თვალებში ნაპერწკალი დავინახო

© https://www.facebook.com/GeorgianFFofficialუნაი ემერი
უნაი ემერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ბარსა“, ალბათ, ჩვენზე უკეთესი იქნება სტატისტიკით, ბურთის ფლობით და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ სწორად უნდა ვუპასუხოთ ძალიან სწრაფ კონტრშეტევებს, აღნიშნავს „სევილიის“ მთავარი მწვრთნელი.

თბილისი, 11აგვისტო-Sputnik. „სევილიის“ მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი უეფას სუპერთასის მატჩზე:

— ეს მატჩი ჩვენთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა და გვინდა, მაქსიმუმს მივაღწიოთ. ჩვენ პრინციპულ მეტოქეს ვხვდებით, რომელიც ფავორიტია, მაგრამ ბევრი ფაქტორია, რომლებიც ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს. ვმუშაობთ ჩვენს ძლიერ მხარეებზე, რაც „ბარსელონაზე“ გამარჯვებაში დაგვეხმარება. უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი — ჩვენ ახლა იმ დონეზე ვართ, რომელზე ყოფნაც გვინდა, ესე იგი — მწვერვალზე.

— ამ მატზე ჩემი ხედვა მაქვს, მაგრამ ახდება თუ არა ყველაფერი ისე, როგორც ვვარაუდობ, ეს უკვე სხვა საკითხია. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი თამაში უმაღლეს დონეზე უნდა იყოს. „ბარსელონასგან“ ექსტრა-კლასის ფეხბურთს ველოდებით.

— შეტევისთვის მოწინააღმდეგის ბანაკში ნებისმიერი ხარვეზი და ქმედებების შეუთანხმებლობა უნდა გამოვიყენოთ. ტრავმებიც თავის როლს შეასრულებს, მაგრამ, მთლიანობაში ნახავთ, რა შეუძლია ახლა „ბარსელონას“. და ნახავთ, რა შეუძლია „სევილიას“. ჩვენ 100%-ით მზად არ ვართ, მაგრამ არც ბევრი გვიკლია.

— გვინდა მოთამაშეების თვალებში ნაპერწკალი დავინახოთ. „ბარსელონასთან“ სხვა შეხვედრებშიც ვნახეთ ეს ნაპერწკალი. „ბარსა“, ალბათ, ჩვენზე უკეთესი იქნება სტატისტიკით, ბურთის ფლობით და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ სწორად უნდა ვუპასუხოთ ძალიან სწრაფ კონტრშეტევებს. უნდა გამოვიყენოთ საკუთარი შანსები იმ მომენტებში, როდესაც ბურთს ჩვენ გავაკონტროლებთ.

უეფას სუპერთასის მატჩი ესპანურ კლუბებს „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის სამშაბათს, 11 აგვისტოს, „დინამო არენას“ სტადიონზე 22:45 საათზე დაიწყება.

„სევილიის“ საორიენტაციო შემადგენლობა ვებგვერდის uefa.com მიხედვით: რიკო, მარიანო, კოკე, კრიხოვიაკი, ტრემულინასი, კრონ-დელი, ბანეგა, რეიესი, იბორა, ვიტოლო, გამეირო.

არ ითამაშებენ: კარისუ, პარეხა, ნ’ზონზი, გაურკვეველია: რამი, კოლოძეიჩაკი.


ყველა ახალი ამბავი
0