უეფას სუპერთასის მატჩს ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრები დაესწრებიან

© Georgian Football Federationუეფას სუპერთასი
უეფას სუპერთასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უეფას სუპერთასის მატჩი „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის „დინამო არენაზე“ 11 აგვისტოს, 22:45 სთ-ზე დაიწყება.

თბილისი, 11 აგვისტო— Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით, ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრები თბილისში უეფას სუპერთასის მატჩს დაესწრებიან, განაცხადეს მთავრობის პრეს-სამსახურში სამშაბათს, 11 აგვისტოს.

 „ბარსელონა“-„სევილიის“ მატჩის დაწყებამდე ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ ვახშამზე თავის ესტონელ და რუმინელ კოლეგებს — ტაავი რიივასს (Taavi Roivas) და ვიქტორ პონტასს (Victor Ponta) მიიღებს. 

უეფას სუპერთასის მატჩი „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის „დინამო არენაზე“ 11 აგვისტოს, 22:45 სთ-ზე დაიწყება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0