ირაკლი ღარიბაშვილმა მიშელ პლატინი ოფიციალურ ვახშამზე მიიწვია

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი რარიბაშვილი და მიშელ პლატინი
ირაკლი რარიბაშვილი და მიშელ პლატინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ უეფას პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ უეფას სუპერთასის გამართვის ადგილად საქართველო იქნა შერჩეული.

თბილისი, 11 აგვისტო— Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ოფიციალურ ვახშამზე მიიღო, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური სამშაბათს, 10 აგვისტოს.

საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ უეფას პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ უეფას სუპერთასის გამართვის ადგილად საქართველო იქნა შერჩეული.

„პრეზიდენტმა პლატინიმ, როგორც ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ფეხბურთელმა, ძალიან კარგად იცის, როდის გააკეთოს სწორი ჩაწოდება შესაბამის დროს. ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ ბურთი ახლა საქართველოს ჩააწოდეთ“, — მიმართა ღარიბაშვილმა პლატინის.

პრემიერმა სიამაყით აღნიშნა, რომ საქართველო, მოდერნიზებული სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურითა და სტუმართმოყვარეობით, სპორტული ღონისძიებებისთვის თანდათან სულ უფრო მიმზიდველი ხდება.

„გარწმუნებთ, რომ უეფას სუპერთასის მატჩის მაპინძლობა თბილისში შესანიშნავი შესაძლებლობაა საქართველოსა და ევროპისთვის და აგზავნის ერთობის ძლიერ მესიჯს მთელს კონტინენტზე", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ "ბარსელონასა" და "სევილიას" ათასობით გულშემატკივარს არა მხოლოდ ლამაზი მატჩის ნახვის, არამედ ევროპის გამარჯვების ნახვის შესაძლებლობა ექნება, რადგან ორი ესპანური გუნდი ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში ითამაშებს.

თავის მხრივ, უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა სუპერთასის მატჩის მაპინძლობაზე გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ სტადიონი შესანიშნავ მდგომარეობაშია.

ოფიციალურ ვახშამს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, "ბარსელონასა" და "სევილიას" პრეზიდენტები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

უეფას სუპერთასის მატჩი „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის „დინამო არენაზე“ 11 აგვისტოს, 22:45 სთ-ზე დაიწყება.


ყველა ახალი ამბავი
0