უეფას სუპერთასის ბილეთი

უეფას სუპერთასის მატჩს ორასზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს

7
შსს-ს ინფორმაციით, სტადიონზე და მის გარშემო წესრიგს რამდენიმე ათასი სამართალდამცავი უზრუნველყოფს.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. უეფას სუპერთასის მატჩი ესპანურ კლუბებს „ბარსელონასა და „სევილიას“ შორის სამშაბათს, 11 აგვისტოს „დინამო არენას“ სტადიონზე 22:45 საათზე დაიწყება.

ამ მოვლენას ორასზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს. ევროპაში მატჩის ტრანსლირებას 60-ზე მეტი არხი და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში — 40 ტელეკომპანია მოახდენს.

როგორც მოსალოდნელია, სტადიონზე 20 ათასზე მეტი უცხოელი გულშემატკივარი იქნება. მათგან უმეტესობა „ბარსელონას“ მხარდასაჭერად ჩამოვიდა.

შსს-ს ინფორმაციით, სტადიონზე და მის გარშემო წესრიგს რამდენიმე ათასი სამართალდამცავი უზრუნველყოფს.

18:00 საათიდან „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩები გადაიკეტება. მოძრაობა მატჩის დასრულების შემდეგ აღდგება. მეტროპოლიტენი ღამის სამ საათამდე იმუშავებს.

მატჩის დაწყებამდე „დინამო არენაზე“ ადამიანები — ორივე გუნდის მოთამაშეები, მსაჯები და დაახლოებით ათასი ბავშვი საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, მოლდოვიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან — ჯაჭვს შეკრავენ.

აქციის მიზანია მშვიდობისა და ერთიანობის იდეის ჩვენება და იმის დადასტურება, რომ ფეხბურთს შეუძლია, გამაერთიანებელ ძალად იქცეს. ამ ღონისძიების ჩატარების იდეა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და უეფას ბავშვთა ფონდს ეკუთვნის.

 


7