საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაცემას განაგრძობს

9
(განახლებულია 22:34 06.08.2015)
უელსის გუნდი, რომელთანაც საქართველოს ნაკრებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მოუწევს შეხვედრა, მსოფლიოს უძლიერესი გუნდების რეიტინგში მეცხრე ადგილზეა.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში, რომელიც ხუთშაბათს, 6 აგვისტოს გამოქვეყნდა, 154-ე ადგილზეა. ერთი თვის განმავლობაში საქართველოს გუნდმა ერთი პოზიციით გაიუარესა მდგომარეობა რეიტინგში. 

 ივლისში კახა ცხადაძის გუნდს არც ერთი თამაში არ ჩაუტარებია და რეიტინგში ცვლილება სხვა გუნდების მიერ ქულების მიღებამ გამოიწვია.

 სულ სიაში 208 გუნდია. ევროპული ნაკრებებიდან საქართველო უსწრებს მალტას, სან-მარინოსა და ანდორას. ამ დროისათვის საქართველოს ნაკრები ვიეტნამისა და სინგაპურის ნაკრებებს შორისაა განთავსებული.

 რეიტინგის სათავეში არგენტინის ნაკრებია, მეორე ადგილზეა ბელგია და მესამეზე გერმანიის ეროვნული გუნდი. 

 უელსის გუნდი, რომელთანაც საქართველოს ნაკრებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მოუწევს შეხვედრა, მსოფლიოს უძლიერესი გუნდების  რეიტინგში მეცხრე ადგილზეა. 


9