უეფა, სუპრთასი

ბილეთების გაყიდვა უეფას სუპერთასის მატჩზე შემდეგ კვირას დაიწყება

40
(განახლებულია 07:58 02.07.2015)
უეფასთან დაზუსტდება რა ფორმით გაიყიდება უცხოელებისთვის განკუთვნილი სუპერთასის მატჩზე დასასწრები 6 ათასი ბილეთი

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ბილეთების გაყიდვა უეფას სუპერთასის მატჩზე „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის შემდეგ კვირას დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სსფ) პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ოთარ გიორგაძემ განაცხადა. 

 „ჩვენ განვაგრძობთ კონსულტაციებს უეფასთან. დღეს დაზუსტდება ყველა დეტალი — რომელი რიცხვიდან შემოვა ბილეთები გაყიდვაში, რომელ სალაროებში იქნება შესაძლებელი მათი შეძენა, რა ფორმით გაიყიდება 6 ათასი ბილეთი, რომელიც უცხოელი მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი“, განაცხადა გიორგაძემ. 

 მისი თქმით, ბილეთების ფასი არ შეიცვლება. ისინი გაიყიდება 18, 35 და 75 ლარად. 

 30 ივნისს biletebi.ge-მ უეფას სუპერ თასის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო. მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო, 12 საათის მანძილზე, საქართველოსთვის გამოყოფილი 24 ათასი ბილეთიდან,  მხოლოდ 2063 ბილეთი გაიყიდა. გვიან საღამოს, სსფ-სა და უეფას შორის კონსულტაციების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ  biletebi.ge წყვეტს გაყიდვებს და მათი რეალიზაცია სალაროებიდან მოხდება. 


40
თემაზე
უეფა ოფიციალურად იყო ინფორმირებული წარმოქმნილი პრობლემების თაობაზე
საიტს, რომელზეც უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთები უნდა გაყიდულიყო, ჰაკერებმა შეუტიეს
ზვიად სიჭინავა: პირველ რიგში, ბილეთები ქართველ გულშემატკივარს უნდა შეხვდეს
უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები სალაროებში გაიყიდება