მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები სალაროებში გაიყიდება

© courtesy of UEFAუეფას სუპერთასი
უეფას სუპერთასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სამშაბათს, 30 ივნისს გადაწყვეტილება მიიღო უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთები სალაროებში გაყიდოს.

თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. საქართველო ისტორიაში შევა ქვეყანა, რომელმაც ვერ მოახერხა უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა, განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.

 „საქმე პროფესიონალებმა უნდა გააკეთონ. 6–წლიანი გამოცდილება საკმარისი არ აღმოჩნდა და უეფა თითს დაგვიქნევს, რადგანაც ამ პრობლემამ შეიძლება უსიამოვნებები გამოიწვიოს. უეფა ამ დონის მატჩის ბილეთებს არასდროს ყიდდა სალაროებში და ამით ჩვენ ნამდვილად შევალთ ისტორიაში", – განაცხადა სიჭინავამ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სამშაბათს, 30 ივნისს გადაწყვეტილება მიიღო უეფას სუპერთასზე ბილეთები სალაროებში გაყიდოს, მას შემდეგ რაც სამარცხვინოდ ჩავარდა Biletebi.ge–ს მეშვეობით 24 ათასი ბილეთის ონლაინ რეჟიმში გაყიდვის მცდელობა. საიტმა ვერ გაუძლო ფეხბურთის გულშემატკივართა დიდ ნაკადს და დაიბლოკა.

 „ჩვენ მთელი დღის მანძილზე ვეკონტაქტებოდით უეფას და საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ Biletebi.ge აღარ იქნება ჩართული ამ პროცესებში (ბილეთების გაყიდვა). ჩვენ შევიკრიბებით და გადავწყვეტთ როდის დაიწყება ბილეთების ბეჭდვა და რამდენი დღე გაგრძელდება ეს პროცესი“, – განმარტა სიჭინავამ.

მისი სიტყვებით, ვინც ბილეთების შეძენა მოახერხა, არ დაზარალდება, რადგანაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე მიმართა Biletebi.ge–ს ადმინისტრაციას ამ ადამიანთა ოფიციალური მონაცემების გადმოცემის შესახებ.

რაც შეეხება ევროპელ გულშემატკივრებს, მათთვის ბილეთების შეძენა 1 ივლისს, ევროპული დროით 09:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით იქნება მიღებული.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0