უეფა ოფიციალურად იყო ინფორმირებული წარმოქმნილი პრობლემების თაობაზე

გამოწერა
ერთ წამის განმავლობაში 10 ათასზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება. ასეთ მოცულობას მხოლოდ საიტ amazon.com-ის სერვერი თუ გაუძლებს.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. უეფა ოფიციალურად იყო ინფორმირებული, რომ „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის სუპერთასის მატჩზე დასასწრები  ბილეთების  გაყიდვისას შეიძლება პრობლემები წამოჭრილიყო, განაცხადა საიტ biletebi.ge-ს წარმომადგენელმა დავით მიზანდარმა ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში.

მისი თქმით, საიტის მუშაობის შეწყვეტა კიბერ-შეტევამ და ბილეთების შეძენის მსურველთა დიდმა რაოდენობამ გამოიწვია. 

„ერთ წამში 10 ათასზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება. ასეთ მოცულობას მხოლოდ საიტ amazon.com-ის სერვერი თუ გაუძლებს. ჩვენ  ახალი სისტემა დავაყენეთ და მზად ვიყავით ნებისმიერი რაოდენობის ბილეთი გაგვეყიდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, საიტმა ვერ გაუძლო“, –  ამბობს მიზანდარი. 

მოცემულ მომენტში მიმდინარეობს ფილტრების დაყენება, განაცხადა მიზანდარმა, თუმცა როდის დაიწყებს საიტი მუშაობას, მას არ დაუკონკრეტებია.

უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა, რომელიც 11 აგვისტოს უნდა გაიმართოს, მხოლოდ საიტ biletebi.ge-ზეა შესაძლებელი. გაყიდვა 22 ივნისს, დილის 9 საათზე უნდა დაწყებულიყო. ამის თაობაზე წინასწარ განაცხადეს უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა. ბილეთების ფასი 7,15-დან 30 ევრომდე მერყეობს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0