საქართველოს ჩემპრიონატი ფეხბურთში 22 მაისს დასრულდება

© photo: courtesy of Tbilisi City Hallდინამო სტადიონი
დინამო სტადიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩემპიონატში მეორე ადგილისთვის ბრძოლაში თბილისისა და ბათუმის „დინამოებს“ თანაბარი 55 ქულა აქვთ. ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო თამაშზე, 22 მაისს, თბილისისა და ბათუმის „დინამოები“ მეორე და მესამე ადგილების ბედს გადაწყვეტენ.

 ამ მომენტისათვის ორივე კლუბს 55 ქულა უწერია აქტივში, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლის მიხედვით, მეორე ადგილს ბათუმის კლუბი იკავებს.

30–ე ტურში დედაქალაქის კლუბი სატურნირო დაფაზე მეხუთე ადგილზე მყოფ „ჩეხურას“  შეხვდა. ბათუმელები ქობულეთის „შუქურასთან“ გასვლით მატჩზე  შავი ზღვის დერბის საუკეთესო მონაწილეს გამოავლენენ.

შეგახსენებთ, რომ პირველად თავის ისტორიაში საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გორის „დილა“ გახდა.

 


ყველა ახალი ამბავი
0