ფიფას ფეხბურთელების კლუბიდან კლუბში გადასვლის რეგისტრაციის ახალი სისტემა შემოაქვს

გამოწერა
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) კლუბიდან კლუბში ფეხბურთელების გადასვლის რეგისტრაციის ახალი სისტემა დაამტკიცა - Transfer Matching System (TMS), იუწყება ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.

თბილისი, 30 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) კლუბიდან კლუბში ფეხბურთელების გადასვლის რეგისტრაციის ახალი სისტემა დაამტკიცა - Transfer Matching System (TMS), იუწყება ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ახალი სისტემა შეცვლის ძველ ”ქაღალდის გარიგებებს” და დაიცავს ახალგაზრდა ფეხბურთელების უფლებებს.

”TMS ინტერნეტ-სისტემას წარმოადგენს, რომელიც ფეხბურთელების გადასვლებს უფრო სწრაფს, მოქნილს და გამჭვირვალეს ხდის”, - აღნიშნულია ვებ-გვერდზე.

”ეს ფეხბურთისთვის ისტორიული მომენტია. TMS უბრალო ონლაინ-სისტემაა, მაგრამ მას ფეხბურთელების კლუბიდან კლუბში ნებისმიერ გადასვლაზე უზარმაზარი გავლენა ექნება”, - განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა.

”მთავარია, რომ ის გააუმჯობესებს ცალკეული გარიგებების გამჭვირვალეობას და ჩვენ დაგვეხმარება, გადავჭრათ პრობლემები ფულის გათეთრებასთან და ახალგაზრდა ფეხბურთელების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით”, - დააზუსტა პრეზიდენტმა.

სისტემამ გამოცდა 2006 წლიდან ფიფას სტრუქტურაში შემავალ 18 ქვეყანაში გაიარა და შემდგომ რეალიზებულ იქნა მთელს მსოფლიოში 3,6 ათასზე მეტ კლუბში. ფიფას განკარგულებით, ყველა გადასვლა TMS-ის საშუალებით რეგისტრირებული უნდა იყოს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან. 

ყველა ახალი ამბავი
0