ტატიშვილი ალბუკერკის ტურნირის შემდეგ WTA-ს რეიტინგში 17 პოზიციით დაწინაურდა

გამოწერა
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა საერთაშორისო ჩოგბურთის ასოციაციის (WTA) განახლებულ სარეიტინგო სიაში თავისი სპორტული კარიერის ისტორიის მანძილზე პირველად დაიკავა 135-ე ადგილი.

თბილისი, 28 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, მურად ალაშვილი. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა, ალბუკერკის საერთაშორისო ტურნირზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, საერთაშორისო ჩოგბურთის ასოციაციის (WTA) განახლებულ სარეიტინგო სიაში თავისი სპორტული კარიერის ისტორიის მანძილზე პირველად დაიკავა 135-ე ადგილი.

20 წლის ქართველი ჩოგბურთელი აშშ-ის ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ალბუკერკეში გამართულ ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 75 აშშ დოლარია, ნახევარფინალში გავიდა როგორც ცალკე, ისე წყვილთა შორის გამოსვლაში და 50 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

როგორც ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურში აცნობეს, ტატიშვილს შანსი აქვს, უკვე ამ კვირაში გააგრძელოს წინსვლა რეიტინგში: მას წინ ელოდება მონაწილეობა კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირში - ამჟამად ლას-ვეგასში (ნევადის შტატი).

ამ ტურნირში ტატიშვილი გასულ წელსაც მონაწილეობდა, მაგრამ ტურნირის დასაწყისშივე წარუმატებლად იასპარეზა.

ახლა, 50-ე ტურნირში, ქართველი ჩოგბურთელი, სავარაუდოდ, მე-5 ნომრად იქნება განთესილი.

ქართველი ჩოგბურთელი ქალების სარეიტინგო სია ამგვარად გამოიყურება:

135 (152) ანა ტატიშვილი - 478 ქულა;

193 (189) ოქსანა კალაშნიკოვა - 293;

270 (228) მაკა ჩახნაშვილი - 182;

280 (279) სოფო შაფათავა - 177;

291 (289) თათია მიქაძე - 170;

407 (398) სოფო ქვაცაბაია - 87;

474 (471) მანანა შაფაქიძე - 66;

577 (570) ეკატერინე გორგოძე - 45;

1059 (1063) ანა ჯიქია - 4.

ყველა ახალი ამბავი
0