არგენტინელმა ფეხბურთელებმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონს გამანადგურებელი ანგარიშით - 4:1 მოუგეს

გამოწერა
არგენტინის ნაკრებმა ფეხბურთში ამხანაგურ შეხვედრაში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს - ესპანეთის გუნდს გამანადგურებელი ანგარიშით მოუგო.

 

თბილისი, 8 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. არგენტინის ნაკრებმა ფეხბურთში ამხანაგურ შეხვედრაში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს - ესპანეთის გუნდს გამანადგურებელი ანგარიშით მოუგო.

სერხიო ბატისტას გუნდმა სამშაბათს ბუენოს-აირესში ანგარიშით - 4:1 გაიმარჯვა.

ლათინური ამერიკის გუნდის შემადგენლობაში თავი გამოიჩინეს ლიონელ მესიმ (მე-10 წუთი), გონსალო იგუაინმა (მე-13), კარლოს ტევესმა (34-ე) და სერხიო აგუერომ (90-ე). ჩემპიონების მხრიდან ერთადერთი საპასუხო გოლი ფერნანდო ლიორენტემ გაიტანა (84-ე წუთი).

ყველა ახალი ამბავი
0